სოციალური პროექტი - გარემოს დაცვა


სახელი : მაია ჯაბნიძე
რაიონი: ხელვაჩაური
სკოლა: წინსვლის საჯარო სკოლა
 თემა: გაუფრთხილდეთ გარემოს.
  პროექტზე მუშაობის ხანგრძლივობა 2 კვირა.
 რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი ჩვენთვის?
  •პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მოდელია. ეს მეთოდი მოსწავლეს აძლევს შეიძინოს ცოდნა და უნარ-ჩვევები სიღრმისეული დავალების შესრულებისას,რომელიც მოითხოვს მოსწავლისგან აქტიურ კვლევასა და სწავლის რეალური შედეგის ჩვენებას პროდუქტითა და არჩევნებით.
 • იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა, საკუთარი თავის რწმენა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება.
• იზრდება კომპლექსური უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა, მაგალითად, აზროვნების მაღალი დონე, პრობლემების გადაჭრა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა.
• მოსწავლე ეჩვევა დამოუკიდებელ მუშაობას და თანატოლებთან ურთიერთობას,რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოზარდთა პიროვნულ და სოციალურ განვითარებაში.
  პროექტის მიზნები და სასწავლო შედეგები
• მიზნები : დაკვირვების საფუძველზე აღწერონ ლოკალური გარემო.
• განასხვავონ სუფთა და დანაგვიანებული გარემო და სიტყვიერად გადმოსცენ საკუთარი განწყობა კონკრეტული გარემოს მიმართ.
• დაბინძურებული გარემოს შედეგად წარმოქმნილ საფრთხეებზე მოსაზრებების გამოთქმა. მსჯელობა იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან გარემოს დაბინძურება.
• უცხ.IV.1 მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევით უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
• უცხ. IV.3 მოსწავლემ უნდა შეძლოს ორგანიზმებისა თვის გარემოს მნიშვნელობებზე მსჯელობა.
 პროექტის მსვლელობა:
 მოსალოდნელი შედეგები, მოსწავლეებს განუვითარდეთ გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევები
პროექტის დაწყებამდე გამოვიყენეთ სტრატეგია"ვიცი" ვისწავლე, მინდა ვიცოდე" რის საშუალებითაც გავიგე რის გაგებაც სურდათ მოსწავლეებს. განისაზღვრა მშობლეთა და მოსწავლეთა როლი პროექტში, დავგეგმეთ აქტივობები და შეუდექით მუშაობას.
 პროექტი იქნა დაწყებული მოსამზადებელი ფაზით, ამ ფაზაში მოსწავლეებს განვუმარტე პროექტის მიზანი,გავაცანი პროექტებით სწავლების მეთოდის მიმდინარეობა და ის წესები, როგორც უნდა წარიმართოს პროექტი. წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით შევაფასებინე სქემის "ვიცი" მინდა ვიცოდე ნაწილები
მოსწავლეს ვესაუბრე გარემოს დანაგვიანების შესახებ რომ ნაგავი ჩნდება  იქ სადაც ადამიანია. ადამიანები მოიხმარენ  უამრავ საგანს , საკვებს,მასალას რის შედეგადაც ჩნდება ის რაც მათ აღარ სჯირდებათ_ ნარჩენები.
აქტივობა1  ექსკურსია  ბუნებრივ გარემოში  მოსწავლეებს  ვთხოვე,დააკვირდნენ გარშემო მყოფ  საგნებს .
 აქტივობის მიზანი იყო :რომ მოსწავლეები მიხვდნენ,რომ ბუნებრივი გარემო განსხვავდება ადამიანის მიერ შექმნილი ყოფილი გარემოსგან.
 აქტივობა #2 საკლასო ოთახში დაბრუნების შემდეგ გაიმართა დისკუსია. პასუხობდნენ კითხვებზე და გააკეთეს ჩანაწერი.
 მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლების მიზნით ვაჩვენე დოკ ფილმი,სადაც ასახულია დაბ გარემო და ადამიანთა ქმედებების სავალალო შედეგებია
აქტივობა2
ექსკურსია სკოლის გამწვანებულ გარემოში და მცირე დისკუსია  კითხვებზე: არის თუ არა გარემოს დანაგვიანება საყოველთაო პრობლემა?
არის თუ არა გარემოს დაცვა შენი მოვალეობა?
აქტივობა#3 მოსწავლეებმა შეასრულეს ნახატი სუფთა და დანაგვიანებული გარემოს შესახებ.
 დღე IV
 მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია და მასთან ერთად საბოლოო პროექტი კედლის გაზეთში და სლაიდ შოუს სახით" რომელიც გამოეკრა საკლასო ოთახის თვალსაჩინო ადგილას".
 შეფასება: მოსწავლეების შეფასების ფორმა განმავითარებელი კომენტარები.
 დასკვნა : მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ გაკვეთილები სადაც,გამოყენებულია პროექტორი აუდიო დ ავიდეო მასალები და უფრო მეტად მოსწონთ ,როდესაც თვითონ იღებენ მონაწილეობას და იძიებენ სხვადასხვა ინფორმაციას.
 თანატოლებთან ურთიერთობამ კი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მოზარდების პიროვნულ და სოციალურ განვითარებაში.
 ამ პროექტის შემდეგ მოსწავლეებს აღარ გაუჭირდებათ უპასუხონ კითხვებზე რა მნიშვნელობა აქვს გარემოს ადამიანებისათვის,როგორ ზიანს აყენებს ადამიანი დედამიწას.
 მოსწწვლეებმა კარგად გაიაზრეს საკუთარი პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის კუთხით.
 მაია ჯაბნიძე

Comments