Tolerance


 პროექტის ხელმძღვანელი :  მაია ჯაბნიძე;
 საგანი : ინგლისური ენა;
 სამიზნე ჯგუფი :მე-3-ე კლასი;
 პროექტის ხანგრძლივობის დრო : 2 კვირა;
 პროექტის მიზანი :
 ტოლერანტური უნარ-ჩვევების განვითარება და ურთიერთ თანამშრომლობა.
 მოსალოდნელი შედეგები :
 აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს,ტოლერანტული უნარ-ჩვევების განვითარებას ,ეფექტური უნარ-ჩვევების განვითარებას და მომავალში სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეთა ინტეგრაცია სამოქალაქო საზოგადოებაში.
 აქტივობა #1 სკოლის სტენდის მოხატვა ტოლერანტობის თემაზე.
 აქტივობა#2  სკოლის ეზოში ასფალტზე ხატვა.
 აქტივობა#3 ფილმის ჩვენება.
 აქტივობა #4 დისკუსია.
პრეზენტაცია და შეჯამება:
 ტოლერანტობა (Tolerantia — შემწყნარებლობა) — სოციოლოგიური ტერმინი, რომელიც აღნიშნავს განსხვავებული მსოფლაღქმის, ცხოვრების წესის, ქცევისა და ჩვეულებების ატანას. ტოლერანტობა არ ნიშნავს გულგრილობას ან განურჩევლობას, არც განსხვავებული მსოფლმხედველობის ან ცხოვრების წესის მიღებას; ის ნიშნავს სხვებისთვის უფლების მიცემას, იცხოვრონ თავიანთი ინდივიდუალური მსოფლმხედველობის შესაბამისად.

  თითოეული ადამიანი თავისთავად არის გარკვეული კულტურის, ტრადიციებისა და ცხოვრებაზე  შეხედულებების მატარებელი. მისთვის ბუნებრივია  ამ ყველაფრის შენარჩუნების სურვილი. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდობას შორის  ყალიბდება გარკვეული ჯგუფები, რომლებიც გაერთიანებულია საერთო ნაციონალური, კულტურული, სოციალური მახასიათებლებით. ბუნებრივია, რომ ამ ჯგუფებს შორის მუდმივი ურთიერთქმედება ხდება.  ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება სხვადასხვა ჯგუფებში შედიოდეს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პატივისცემა როგორც თავისი ერის კულტურული ღირებულებების, ასევე განსხვავებული კულტურისა და რელიგიის. 


 რეფლექსია 
 როექტი მნიშვნელოვანია,რადგან რეალურ  ცხოვრებაში მათ უნდა გაიზრონ და თავი იგრძნონ საზოგადოების სრულუფლებიან ნაწილად. 
 პროექტი ჩემს მოსწავლეებს შესძენს ცოდნას ,დამოუკიდებლობას და გამოუმუშავებს მაღალ სააზროვნო უნარებს.


Comments