ისტი - weekend

 კლასი - მე-3;
 საგანი : ინგლისური ენა;
 დრო:45 წთ;
 თემა : weekend;
  კომპიუტერის გამოყენებით ბავშვებს ღიად ვაჩვენეთ weekend-ის არსი.
 მოსწავლეებმა გაკვეთილზე განხორციელებული აქტივობების შედეგად,მიღებული ინფორმაციების და წინასწარ შექმნილი რესურსების გამოყენებით,შეძლებენ ბუკში პოსტერების დამზადებას და პრეზენტაციების მომზადებას weekend-ის თემატიკაზე.
 ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
უცხ.დ.11.1 მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითების და სავარჯიშოს უმარტივესი ინსტრუქციების გაგება.
უცხ.დ.11.6 მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ილუსტრირებული ტექსტების გაგება.
უცხ.დ.11.14 მოსწავლეს გამომუშავებული აქვს თანაკლასელებთან და მასწავლებელთან თანამშრომლობის საწყისი ჩვევები.
 შეფასება და თვითშეფასება
გაკვეთილზე გამოვიყენებ განმავითარებელ შეფასებას.
 სასწავლო მასალა და რესურსები : წიგნი,თაბახის ფურცლები,წებო და მოსწავლეების მიერ დამზადებული რესურსები , პოსტერებისათვის.
 აქტივობა #1  5წ
 მისალმება. მოსწავლეთა რაოდენობის აღრიცხვა. მოსწავლეებისათვის გაკვეთილის თემის, მიზნის და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
 აქტივობის მიზანი : მოსწავლეები გაეცნონ გაკვეთილის თემას მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს.
  აქტივობა #2 5წ
 გონებრივი იერიში.
 აქტივობის მიზანი: მოსწავლეებში წინარე ცოდნის გააქტიურება.
 აქტივობა #3 15 წ
 ტექსტის წაკითხვა და თარგმნა.
მიზანი: მოსწავლეები წაიკითხავენ და თარგმნიან გაკვეთილის თემას.
 აქტივობა #4 15 წ
პოსტერებზე მუშაობა.
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ბუკის მეშვეობით წინასწარ დამზადებული რესურსების გამოყენებით შექმნან პოსტერები.
აქტივობა #5 3 წთ
 საშინაო დავალება
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლებ სამუშაო რვეულებში მოცემული სურათების აღწერა.

 შეფასება  2 წთ
  პროექტის განხორციელების შედეგად მასწავლებელმა მიაღწია მთავარ მიზანს: მოსწავლეებში გაიზარდა ლექსიკური მარაგი. და მათ შეძლეს ინგლისურ ენაზე საკუთარი აზრის გამოხატვა ,აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
 მოსწავლეებმა წარადგინეს საკმაოდ კარგი პრეზენტაცია ხოლო პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში  კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარის ჩამოყალიბებას.
 წყარო : https://www.google.com/amp/s/www.realsimple.com/home-organizing/free-activities-to-do-with-family%3famp=true

Comments